Monday, June 7, 2010

იტალია

ტალია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Repubblica Italiana
იტალიის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: იტალიელთა სიმღერა (La Canzone degli Italiani)
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი რომი
41°54′N 12°29′E
უდიდესი ქალაქი რომი
ოფიც. ენები იტალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო
  -პრ.-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი


ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
301,230 კმ²(71-ე)

2,4%
მოსახლეობა
- 2009 სავ.
- 2001 ცენზი
- სიმჭიდროვე
60,231,214 (23-ე)
57,110,144
196.2 ად./კმ² (54-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$1.888 ტრილიონი (მე-8)

$32,319 (მე-20)
აგი (2005) Green Arrow Up Darker.svg 0.941 (მაღალი) (მე-20)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ITA
ccTLD .it
სატელეფონო კოდი +39
სექციების სია
[დამალვა]

* 1 სახელწოდება
* 2 გეოგრაფია
* 3 სახელმწიფო
* 4 ადმინისტრაციული დაყოფა
* 5 დემოგრაფია
* 6 ეკონომიკა
* 7 ისტორია
* 8 მემკვიდრეობა
* 9 რესურსები ინტერნეტში

სახელწოდება [რედაქტირება]

* ოფიციალური: ქართულად - იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად - Italia, Repubblica Italiana.
* ეტიმოლოგია - სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის სახელმწიფო. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს “ხბოთა ღვთაების” სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
* ქვეყნის კოდი - IT.

გეოგრაფია [რედაქტირება]
იტალიის რესპუბლიკა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის გეოგრაფია.

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდ-ით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრ-ით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი, ცოტაა მოხერხებული უბე. ველაზე მეტადაა აპენინის ნ.-კ-ის სამხრ. სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7,5 ათ. კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ - იტალიის - უმაღლესი წერტილი), მის სამხრ - ით, აპენინის ნახ. კუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ - ზე გადაჭიმულია აპენინები (მთა კორნო, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხ. იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის - 1908, სიცილიის - 1968). სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო. ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია , ხმელთაშუა ზღვისა, პადანის ვაკეზე, - სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი იცის და მშრალი. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდ. ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახ. კუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო - მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნ. - კ-ის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ. ალპებში 800 მ-მდე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800 - იდან 1800 მ-მდე - წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა - ბუჩქნარი, სუბალპ, და ალპ. მდელოები მთა - მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში - მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400 - მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

* ფართობი - 301.230 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 4.852 კმ; სახმელეთო - 1.703 კმ.
* ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ალპები, აპენინები, პოს ველი. უმაღლესი მწვერვალები (მ) - გრან პარადიზო 4.061, მონბლანი 4.807 (ნაწილობრივაა იტალიაში); მთავარი მდინარეები (კმ) - პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405; მთავარი ტბები (კვ.კმ) - გარდა 370, მაჯიორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - სიცილია 25.426, სარდინია 23.813, ელბა 223 კვ.კმ; კლიმატი – ხმელთაშუაზღვის, კონტინენტური, ალპური.
* ბუნებრივი რესურსები - ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო [რედაქტირება]

* პოლიტიკური სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
* სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო(Giorgio Napolitano, 2006).
* მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი(Romano Prodi, 2006).
* საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).
* ადმინისტრაციული დაყოფა. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.

ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის ადმინისტრაციული დაყოფა.

იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. სახელმწიფოში 20 რეგიონია. რეგიონები იყოფიან პროვინციებად. 2006 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8101 კომუნაა.
დემოგრაფია [რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის დემოგრაფია.
პრეზიდენტის რეზიდენცია

* მოსახლეობა - 60,231,214 (2009), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6% სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.
* ენები - იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონში), ფრანგული (ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).
* რელიგია - კათოლიციზმი.
* ქალაქები (ათ.) - რომი (2.456, აგლომ. - 3.550), მილანი (1.180, აგლომ. - 4.047), ნეაპოლი (992, აგლომ. - 3.612), ტურინი (856, აგლომ. - 1.612), პალერმო (652, აგლომ. - 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352, აგლომ. - 824).

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშ სიმჭდროვეა 200 კაცი 1 კმ2 - ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთაგან უდიდესია რომი. გარეუბნიდან მილანი, ნეაპოლ, ტურინი.
ეკონომიკა [რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის ეკონომიკა.

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

* ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 33, მომსახურება - 64;
* ე.ე.პ. (1 სულზე) - 20.170 $.
* უდიდესი კომპანიები - მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.
* ექსპორტი - ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.
* ბიუჯეტი - 504,000 მლნ $.
* ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.

იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი ``დარგი`` მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი - 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ნაციონალურმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ნაციონალური პროდუქტის 6%-ს შეადგენს, აღნიშნავს.

"ყოველწლიურად უზარმაზარი ფულადი სახსრები იტალიელ მეწარმეთა და ვაჭართა ჯიბეებიდან მაფიოზური სტრუქტურების განკარგულებაში გადადის", - წერია მოხსენებაში. ამჟამინდელი კრიზისის გათვალისწინებით, მაფია ერთადერთი ``დარგი`` იქნება, რომელსაც შეუძლია საკუთარ შემოსავლებზე არ იღელვოს.
ისტორია [რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის ისტორია.

1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
კოლოსეუმი

* რომი - პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლიზეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმ. პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;
* მილანი - ოპერა «ლა სკალა», ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), მონასტერი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა“;
* ფლორენცია - ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);
* ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;
* რომაული ეპოსი - ენეიდა (ძვ.წ. I).
* პისა - პიზა – ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.

პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. პიზის კოშკი რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გადახრილია მსოფლიოში. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შთამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.
Leaning Tower of Pisa.jpg
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იტალია

* Terracina - touristic informations

იტალიის დროშა ეს სტატია იტალიის და იტალიელების შესახებ ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
[ჩვენება]
ხ • გ • რ
0

ლონდონი

ლონდონი. საწყისი დიდი ანგლო-საქსური ცივილიზაციისა, რომელიც დღეს პლანეტას მართავს, - რაკი კაცობრიობას ყველაზე სერიოზული, ძლიერი და შთამბეჭდავი «პროექტი» შესთავაზა სამომავლო განვითარებისა.
მაგრამ თვით ამ ცივილიზაციის საწყისი სიმბოლო, მისი ტრანსცედენტული წერტილი, რომლის გარშემოც გრანდიოზული სამყარო ჩამოყალიბდა 1000 წლის განმავლობაში – აი, ეს ციხე-სიმაგრეა: ლონდონის ტაუერი, რომელიც ინგლისელისთვის ისევე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და საკრალურია, როგორც რუსებისათვის – კრემლი, ან ებრაელისთვის – სოლომონის ტაძრის ნამუსრევი «გოდების კედელი».
ანგლო-საქსური ცივილიზაციას არა მხოლოდ მატერიალური «პრა-სიმბოლო» აქვს საწყისისა, არამედ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღიც: ქრისტეშობიდან 1066 წელს, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა (ვილჰელმმა) გადმოლახა სრუტე, დაიპყრო ინგლისი და საკუთარი ძალმოსილების განსამტკიცებლად (აგრეთვე დასადასტურებლად!) ბრძანა, თემზის ნაპირას იმ დროისათვის უძლიერესი სიმაგრის აგება.
სიმაგრეს მაშინ ერთის მხრივ მდინარე ერტყმოდა, ხოლო მეორეს მხრივ – ჯერ კიდევ რომაელთა აგებული მძლავრი კედელი. აქ აიგო პირველი «თეთრი კოშკი». დიახ, სწორედ ასე ეწოდებოდა - white tower. ანგლოსაქსურ სემანტიკაში «თეთრი» ისეთივე ადგილს იკავებს, როგორც რუსებისთვის – წითელი.
სწორედ «თეთრმა კოშკმა» მისცა შემდგომში საკუთარი სახელი მთელს კომპლექსს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჯერ თვით დაპყრობილ ქვეყანას როგორც მრისხანე სამეფო რეზიდენცია, შემდეგ კი - მსოფლიო იმპერიისა და ცივილიზაციის საწყისად იქცა, ვითარცა ძალაუფლების წყარო, ძალაუფლებისა და ხელისუფლების შემადუღაბებელი ფენომენი.
მასში სიმაღლისაკენ თვისებრივი, გერმანიკული სწრაფვაც გამოიხატა. თითქოსდა რა არის 90 ფუტი (27,5 მეტრი) Empire State Building-თან შედარებით? მაგრამ ეს დღევანდელი თვალთახედვით – იმ დროს კი გრანდიოზულად აღიქმებოდა და White Tower მე-19 საუკუნემდე დომინირებდა ლონდონში - წმინდა პავლეს საკათედრო ტაძართან ერთად.
ტაუერი მე-16 საუკუნემდე სამეფო რეზიდენცია იყო. შემდგომ აიგო ბუკინგემის სასახლე, სხვა სასახლეებიც, მაგრამ ტაუერი იყო, არის და მარად დარჩება ამ მართლაც დიადი ცივილიზაციის პრა-სიმბოლოდ და საწყისად სწორედ ამ კედლებში გამოკეტეს კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსი და პრემიერ-მინისტრი მრისხანე გლეხური აჯანყების დროს; აქ გამოფინეს საჯაროდ ჰენრიხ VI-ის გვამი 1471 წელს მეფის მკვლელობის შემდეგ. აქ იქორწინა მარია ტიუდორმა ესპანეთის მეფე ფილიპეზე. აქ ლოცულობდა ლედი ჯეინ გრეი («9 დღის დედოფალი») სიკვდილით დასჯამდე 1553 წელს;
აქ, ეკლესიის საკურთხეველთან, მთელი ღამის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად და თვალმოუხუჭავად უნდა მდგარიყვნენ წარჩინებულნი და მხოლოდ დილით თვით მეფე აკურთხებდა მათ ორდენის რაინდებად. ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1399 წლიდან და იარსება ჩარლზ II-ის აღსაყდრებამდე; რიჩარდ მესამეს ბრალად სდებენ, რომ სწორედ ამ ციხე-სიმაგრეში მოაკვლევინა მან პატარა პრინცები 1483 წელს.
აქ ინახება დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი და სკიპტრა – 3000-მდე უძვირფასესი ქვით, რომელთაგან უძველესია ის, რომელსაც მეფე ჰენრიხ V ატარებდა აზენკურის ბრძოლაში – 1415 წელს, ინგლის-საფრანგეთის დიდი ომის დროს; აგრეთვე 109 კარატიანი, ლეგენდარული ალმასი «კოხინორი»; სამეფო სკიპტრაზე კი, - მსოფლიოში უდიდესი, 516,5 კარატიანი ალმასი.
ფეხბურთს! ეს დიდებული თამაში ანგლო-საქსთა გენიამ შექმნა – მათმა წინაპრებმა.


1894 წელს, დედოფალმა ვიქტორიამ ტაუერის ხიდი ააგებინა, რომელიც ლონდონის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორც პარიზისათვის – ეიფელის კოშკი.










გოთურ სტილში აგებულ კოშკებში ასაწევი ხიდის აღმძრავი მექანიზმებია. 100 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონჯერ აწიეს - თემზაზე გემების გასატარებლად.
მოქალაქეებს მხოლოდ 1982 წელს დართეს ნება ტაუერის ხიდზე ასულიყვნენ.







წმინდა ეკატერინეს სახელობის სანაპიროზე სამუდამო ნავსაყუდელი ჰპოვა ერთდროს უძლეველად მიჩნეულმა კრეისერმა «ბელფასტმა», რომელზეც ამჟამად დიდი ბრიტანეთის სახელოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუზეუმია.ეს უცნაური ნაგებობა ორიოდე ნაბიჯშია ტაუერიდან – დიდი ომი დასჭირდათ არქიტექტორებს, რათა მისი პროექტი დაემტკიცებინათ. ტრადიციითა და მენტალობით კონსერვატორ ინგლისელებს არ უყვართ, როდესაც რაიმე ნაგებობა მათი იდენტობის სიმბოლოს ჩრდილავს.













სერ უინსტონ ჩერჩილი – პირსისხლიანი ურჩხულების: ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, ფრანკოს, მაოს საუკუნეში იგი ერთადერთი, სულითა და ხორცით, წარმოშობითა და რწმენით ლიბერალი პოლიტიკოსია, რომელმაც დამსახურებულად შეიძინა თიკუნი «დიდი».
სერ უინსტონ ჩერჩილი – სულისკვეთება და «მარილი» ინგლისური მიწისა».

L-O-N-D-O-N


ლონდონი
London
ლონდონის პანორამა
ლონდონის პანორამა

Londonwappen.jpg
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ქვეყანა ინგლისი
კოორდ.
შიდა დაყოფა
ქალაქის მერი
წინა სახელები
ფართობი
მოსახლეობა
სიმჭიდროვე
აგლომერაცია
დროის სარტყელი
ტელ. კოდი
საიტი
ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)
ლონდონი
ლონდონის მდებარეობა ევროპაში

ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი - 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა "დიდი ლონდონი". ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ევროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ლონდონში 300 ენაზე მეტს ლაპარაკობენ .The NEw YOrk Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა