Monday, June 7, 2010

ლონდონი

ლონდონი. საწყისი დიდი ანგლო-საქსური ცივილიზაციისა, რომელიც დღეს პლანეტას მართავს, - რაკი კაცობრიობას ყველაზე სერიოზული, ძლიერი და შთამბეჭდავი «პროექტი» შესთავაზა სამომავლო განვითარებისა.
მაგრამ თვით ამ ცივილიზაციის საწყისი სიმბოლო, მისი ტრანსცედენტული წერტილი, რომლის გარშემოც გრანდიოზული სამყარო ჩამოყალიბდა 1000 წლის განმავლობაში – აი, ეს ციხე-სიმაგრეა: ლონდონის ტაუერი, რომელიც ინგლისელისთვის ისევე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და საკრალურია, როგორც რუსებისათვის – კრემლი, ან ებრაელისთვის – სოლომონის ტაძრის ნამუსრევი «გოდების კედელი».
ანგლო-საქსური ცივილიზაციას არა მხოლოდ მატერიალური «პრა-სიმბოლო» აქვს საწყისისა, არამედ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღიც: ქრისტეშობიდან 1066 წელს, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა (ვილჰელმმა) გადმოლახა სრუტე, დაიპყრო ინგლისი და საკუთარი ძალმოსილების განსამტკიცებლად (აგრეთვე დასადასტურებლად!) ბრძანა, თემზის ნაპირას იმ დროისათვის უძლიერესი სიმაგრის აგება.
სიმაგრეს მაშინ ერთის მხრივ მდინარე ერტყმოდა, ხოლო მეორეს მხრივ – ჯერ კიდევ რომაელთა აგებული მძლავრი კედელი. აქ აიგო პირველი «თეთრი კოშკი». დიახ, სწორედ ასე ეწოდებოდა - white tower. ანგლოსაქსურ სემანტიკაში «თეთრი» ისეთივე ადგილს იკავებს, როგორც რუსებისთვის – წითელი.
სწორედ «თეთრმა კოშკმა» მისცა შემდგომში საკუთარი სახელი მთელს კომპლექსს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჯერ თვით დაპყრობილ ქვეყანას როგორც მრისხანე სამეფო რეზიდენცია, შემდეგ კი - მსოფლიო იმპერიისა და ცივილიზაციის საწყისად იქცა, ვითარცა ძალაუფლების წყარო, ძალაუფლებისა და ხელისუფლების შემადუღაბებელი ფენომენი.
მასში სიმაღლისაკენ თვისებრივი, გერმანიკული სწრაფვაც გამოიხატა. თითქოსდა რა არის 90 ფუტი (27,5 მეტრი) Empire State Building-თან შედარებით? მაგრამ ეს დღევანდელი თვალთახედვით – იმ დროს კი გრანდიოზულად აღიქმებოდა და White Tower მე-19 საუკუნემდე დომინირებდა ლონდონში - წმინდა პავლეს საკათედრო ტაძართან ერთად.
ტაუერი მე-16 საუკუნემდე სამეფო რეზიდენცია იყო. შემდგომ აიგო ბუკინგემის სასახლე, სხვა სასახლეებიც, მაგრამ ტაუერი იყო, არის და მარად დარჩება ამ მართლაც დიადი ცივილიზაციის პრა-სიმბოლოდ და საწყისად სწორედ ამ კედლებში გამოკეტეს კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსი და პრემიერ-მინისტრი მრისხანე გლეხური აჯანყების დროს; აქ გამოფინეს საჯაროდ ჰენრიხ VI-ის გვამი 1471 წელს მეფის მკვლელობის შემდეგ. აქ იქორწინა მარია ტიუდორმა ესპანეთის მეფე ფილიპეზე. აქ ლოცულობდა ლედი ჯეინ გრეი («9 დღის დედოფალი») სიკვდილით დასჯამდე 1553 წელს;
აქ, ეკლესიის საკურთხეველთან, მთელი ღამის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად და თვალმოუხუჭავად უნდა მდგარიყვნენ წარჩინებულნი და მხოლოდ დილით თვით მეფე აკურთხებდა მათ ორდენის რაინდებად. ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1399 წლიდან და იარსება ჩარლზ II-ის აღსაყდრებამდე; რიჩარდ მესამეს ბრალად სდებენ, რომ სწორედ ამ ციხე-სიმაგრეში მოაკვლევინა მან პატარა პრინცები 1483 წელს.
აქ ინახება დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი და სკიპტრა – 3000-მდე უძვირფასესი ქვით, რომელთაგან უძველესია ის, რომელსაც მეფე ჰენრიხ V ატარებდა აზენკურის ბრძოლაში – 1415 წელს, ინგლის-საფრანგეთის დიდი ომის დროს; აგრეთვე 109 კარატიანი, ლეგენდარული ალმასი «კოხინორი»; სამეფო სკიპტრაზე კი, - მსოფლიოში უდიდესი, 516,5 კარატიანი ალმასი.
ფეხბურთს! ეს დიდებული თამაში ანგლო-საქსთა გენიამ შექმნა – მათმა წინაპრებმა.


1894 წელს, დედოფალმა ვიქტორიამ ტაუერის ხიდი ააგებინა, რომელიც ლონდონის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორც პარიზისათვის – ეიფელის კოშკი.










გოთურ სტილში აგებულ კოშკებში ასაწევი ხიდის აღმძრავი მექანიზმებია. 100 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონჯერ აწიეს - თემზაზე გემების გასატარებლად.
მოქალაქეებს მხოლოდ 1982 წელს დართეს ნება ტაუერის ხიდზე ასულიყვნენ.







წმინდა ეკატერინეს სახელობის სანაპიროზე სამუდამო ნავსაყუდელი ჰპოვა ერთდროს უძლეველად მიჩნეულმა კრეისერმა «ბელფასტმა», რომელზეც ამჟამად დიდი ბრიტანეთის სახელოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუზეუმია.ეს უცნაური ნაგებობა ორიოდე ნაბიჯშია ტაუერიდან – დიდი ომი დასჭირდათ არქიტექტორებს, რათა მისი პროექტი დაემტკიცებინათ. ტრადიციითა და მენტალობით კონსერვატორ ინგლისელებს არ უყვართ, როდესაც რაიმე ნაგებობა მათი იდენტობის სიმბოლოს ჩრდილავს.













სერ უინსტონ ჩერჩილი – პირსისხლიანი ურჩხულების: ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, ფრანკოს, მაოს საუკუნეში იგი ერთადერთი, სულითა და ხორცით, წარმოშობითა და რწმენით ლიბერალი პოლიტიკოსია, რომელმაც დამსახურებულად შეიძინა თიკუნი «დიდი».
სერ უინსტონ ჩერჩილი – სულისკვეთება და «მარილი» ინგლისური მიწისა».

No comments:

Post a Comment